ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
2018 წლის 6 ივლისს გაიმართა შუა საუკუნეების კვლევების მაგისტრანტთა სამეცნიერო კონფერენცია. უკვე მესამე წელია, რაც ყოველი წლის ივლისის პირველ კვირას ტარდება მაგისტრთა კონფერენცია, რომელში ილიაუნის სტუდენტებთან ერთად ზოგჯერ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობენ. წლევანდელ კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები:
ყოველი სამი გამომსვლელის შემდეგ იმართებოდა დისკუსია, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც სტუდენტები და სტუმრები, ასევე ილიაუნის პროფესორები.
მეორე დღეს კონფერენცია გაგრძელდა ილიაუნის სტეფანწმინდის სასწავლო ბაზაზე, სადაც პროფ. ბეჟან ჯავახიამ შეაჯამა კონფერენცია. საუბარი შეეხო ასევე მედიევისტიკის სასწავლო პროგრამასა და მისი გაუმჯობესების გზებს.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ მედიევისტიკის მიმართულების დოქტორანტები, ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორი ვერონიკ სომერსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე, პროფესორები: ბეჟან ჯავახია, ნინო ჭიჭინაძე, მანანა ჯავახიშვილი, მალხაზ თორია.
[wpai_display_imported_files_here]